11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

გიორგი ტუმასიანი: როდესაც ოპოზიცია საუბრობდა უკრაინასთან ურთიერთობებზე, მტრად გამოაცხადეს, დღეს კი თავად ხვდებიან ზელენსკის

ინიცინიციატივა „ჯერ საქართველოს“ წევრი გიორგი ტუმასიანი ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს ეხმაურება.

„ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მნიშვნელოვანია ღონისძიება დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სომხეთი და კავკასია ევროპის განუყოფელი ნაწილია. ამავდროულად ეს არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერაც. ეს სამიტი ჯერ თბილისში უნდა გამართულიყო, შემდეგ ერევანში და შემდეგ ბაქოში. თბილისში ამ სამიტის გამართვა უფრო ადრე იგეგმებოდა მას შემდეგ, რაც მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგი, კონკრეტულად, ირაკლი კობახიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილების, რომ შეაჩეროს ევროინტეგრაცია“,- განაცხადა ტუმასიანმა.

ტუმასიანმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ადრე ევროპასთან დაახლოების მხარდამჭერებს „დიფ სთეითის“ აგენტებად მოიხსენიებდა, თუმცა ახლა თავად აქტიურად მართავენ შეხვედრებს იმავე საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებსაც ადრე აკრიტიკებდნენ.

“რა გამოდის, უკრაინა, რომელიც მათი აზრით, ომში გვითრევდა ახლა ჩვეულებრივი ამბავია, რომ შეხვდნენ [უკრაინის პრეზიდენტს] , მაშინ, როდესაც ოპოზიცია ამ კონტექსტში საუბრობდა უკრაინასთან ურთიერთობებზე, მტრად გამოაცხადეს, დღეს კი თავად ხვდებიან ზელენსკის და თურმე, ეს არ არის ომში ჩართვა და არანაირი მეორე ფრონტი არ არის. მაშინ, როდესაც ოპოზიცია ამბობდა, ევროპასთან ურთიერთობები გავაღრმაოთ „დიფ სთეითის“ აგენტები ხართო და ა.შ. ახლა თავად ხვდებიან იმ ადამიანებს, რომლებსაც გუშინ ლანძღავდნენ”,- განაცხადა ტუმასიანმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება – ნიანგის ცრემლები
შემდეგი სტატიაგერმანიაში ავტომობილი ხალხის ნაკადში შევარდა- დაიღუპა ორი ადამიანი