გიორგი ტუღუში თბილისსა და პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე – მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

საქართველო ტერორიზმის კუთხით დიდი გამოწვევის წინაშე დგას და მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ უმცირესობის წევრმა გიორგი ტუღუშმა ჟურნალისტებს, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განუცხადა.

დეპუტატის შეფასებით, ქვეყანა ძალიან მძიმე ვითარების მომსწრე გახდა.

“ქალაქის ერთ-ერთ უბანში, ფაქტობრივად, ომი იყო გაჩაღებული. მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი იყოს გამოძიებული და ასევე ჩვენმა სამსახურებმა იმ მიმართულებით იმუშაონ, რომ მომავალში მსგავსი რამ არ მოხდეს, თორემ ჩვენ ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდი საფრთხეები არსებობს. საქართველოს არაერთი გამოწვევა აქვს ამ მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ კითხვას გაეცეს პასუხი, რაც ამ ინციდენტთან დაკავშირებით არსებობს”, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ტუღუშმა.

banner
წინა სტატიაშიუნივერსიტეტებში არაგეგმიური შემოწმება იწყება
შემდეგი სტატიაინტერპოლის მონაცემებში ინფორმაცია თბილისში ლიკვიდირებული ასლამბეკ სოლტახმადოვის შესახებაცაა