გიორგი ტიგინაშვილი: ვინ ვის ემსახურება, ეს მზესავით ნათელია!

საპატრიარქოს სამდივნო და პრეს-სამსახური, რომ ადვილად ავლენს და ამჟღავნებს საკუთარ თავს, ეს იმაშიც ნათლად გამოიხატება, როცა პროფესიით თეოლოგებს არ აღიარებს თეოლოგებად და საკმარისია რაიმე ითქვას მათი მხრიდან, რომ მაშინვე იწყებს გმობას, უარყოფას, მათი მოსაზრებების განეიტრალებასა და გაქარწყლებას, ხოლო სავსებით გაურკვეველ, მოტივირებულ და უცოდინარ არნო ხიდირბეგიშვილს, “ყველაფერში კომპეტენტურ” დავით თარხან-მოურავსა და “ღმერთშემოსილ” ირმა ინაშვილს არასდროს უწუნებენ განცხადებებს, რადგან შინაარსობრივი ნარატივი მათ მხარესაა.

აქედან გამომდინარე ეჭვგარეშეა, რომ საპატრიარქოს დუმილი მღვდელმთავართა ლანძღვაზე, მათთან დაგეგმილ შეთქმულების ხასიათს ატარებს და რუსული სამდივნოს უნიჭო თუ მავნებლური გეგმის ნაწილს წარმოადგენს! მოსაყდრის კოლეგია ცდილობს ჯანსაღ პოზიციებზე მდგომი და არარუსეთუმე მღვდელმთავრების (და საკუთარი კონკურენტების) დისკრედიტაციას და ამისათვის ის ყველაფერს კადრულობს. მოცემულობის შესაცნობად, დააკვირდით თუ ვინებს არ უხარიათ უკრაინის ავტოკეფალია და ვინები საუბრობენ რუსულ საფრთხეებზე – პოლიტიკურად თუ საზოგადოებრივად დეკლარირებული კრემლისტები, ვალერი კვარაცხელიათი დაწყებული – პრიმაკოვის ფონდის (МИД) ხელმძღვანელ – დიმიტრი ლორთქიფანიძით გაგრძელებული და თბილისში რუსული სპეცრაზმის (GRU) შემოყვანის მოსურნე ნინო ბურჯანაძით დამთავრებული! ამდენად, ვინ ვის ემსახურება, ეს მზესავით ნათელია!-წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

banner
წინა სტატიაში“თიბისი ბანკის” ირგვლივ დაპირისპირება უფრო მწვავდება – ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 20%-იანი წილის გაყიდვას აიძულებენ
შემდეგი სტატიაიტალიაში საპენსიო ასაკი დაწიეს