გიორგი თარგამაძე: ე.წ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მიბარებენ, მონაწილეობას არ ვაპირებ

“დღეს საღამოს, საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით შევიტყვე, რომ ხვალ, 31 მარტს, ანუ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ე.წ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიბარებენ. 2008 წლის ომის ეროვნულ თუ საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების რევიზიის მიზნით შექმნილ პროცესში მონაწილეობას არ ვაპირებ, არ მინდა მოსკოვის და ცხინვალელი სეპარატისტებისთვის სასიამოვნო და ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირგამომთხრელ სპექტაკლში აღმოვჩნდე ჩართული. დიდი სურათის გარდა, რეჟიმის ამ ნაბიჯს პერსონალურ დონეზე ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად მივიჩნევ”

აცხადებს ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე, რომელიც ოლიგარქის არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ე.წ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაიბარეს.

banner
წინა სტატიაში“რასაც ვუყურებთ, ეს არაფერია, თუ არა სამშობლოს ღალატი… არასოდეს, სანამ პირში სული მიდგას, არ მოვიხდი ბოდიშს მტრის წინაშე” – ჯარისკაცი, ჯონი ბაძაღუა
შემდეგი სტატიახაბეიშვილი: რუსულმა პარტიამ ოფიციალური პროცედურები დაიწყო, რომ გააუქმონ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა”-ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ამ პროცესზე ხმას არ ამოიღებს, ავტომატურად ნიშნავს ივანიშვილის ჯიბის ოპოზიციას