გიორგი თაბაგარი: იმედი გვაქვს, რომ ეკლესია მოეგება გონს და არ იძალადებს ადამიანებზე

იმედი გვაქვს, რომ ეკლესია მოეგება გონს და არ იძალადებს ადამიანებზე, რომლებიც გეგმავენ მშვიდობიან მანიფესტაციას, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა განაცხდა.

როგორც გიორგი თაბაგარმა აღნიშნა, საპატრიარქო არ არის დემოკრატიული ინსტიტუტი, მათ არ აქვთ სამართლებრივი გაგება, რას ნიშნავ ან უმცირესობის უფლებები ან ადამიანის უფლებები.

„ეს ინსტიტუცია არის რეტროგრადული, ექვემდებარება, რაღაც ქრისტიანულ მორალსა და დოგმებს, რომელიც განცალკევებულია სახელმწიფოსა და კონსტიტუციისგან. მათი მოწოდებები არ არის რელევანტური. ჩვენ ველაპარაკებით სახელმწიფოს, ვისი პასუხისმგებლობაც არის უსაფრთხოების დაცვა. იმედი გვაქვს, რომ ეკლესია მოეგება გონს და არ იძალადებს ადამიანებზე, რომლებიც გეგმავენ მშვიდობიან მანიფესტაციას. მათ შეუძლიათ, შეიკრიბონ და მშვიდად ილოცონ, იგალობონ ან ნებისმიერი მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ თავისი თავი“, – განაცხადა თაბაგარმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშივაშაძე ლომჯარიას გადაწყვეტილებას მიესალმება: ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, რომ პრინციპულად მოვითხოვოთ ცვლილებები მართლმსაჯულების სისტემაში
შემდეგი სტატიაკიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეაში “დიდი კრიზისია”