გიორგი თაბაგარი – არ ვიცი, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ აქვს თუ არა რამეს აზრი

წარმოუდგენელია, რომ ჩვენ გვბრალდება ძალადობა, რომელიც ახლა პარლამენტის წინ ხდება. ყოვლად უპასუხისმგებლო ნაბიჯებს დგამს ეს ხალხი, პირდაპირ ახალისებენ ძალადობას ან თვითონ მონაწილეობენ ძალადობაში, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება უპასუხისმგებლოა.

„სამწუხაროა ამ ყველაფრის ყურება. მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან. ეს, რაც ხდება, არის უდიდესი კრიზისი სეკულარიზმის, დემოკრატიული ინსტიტუტების და სახელმწიფოსი. ეს არის დამღუპველი ამ ქვეყნის მომავლისთვის. შსს-სთან გვქონდა მოლაპარაკებები და ისევ ველოდებით მათგან გამოსავალს. უბრალოდ, ღარიბაშვილის განცხადების შედეგ არ ვიცი, რამეს აქვს თუ არა აზრი. ძალიან უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, არასწორი აქცენტები დასვა თავის განცხადებაში.

ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, დაპირისპირება არ მოხდეს. მათ შეუძლიათ, რომ ბრაზი დახარჯონ იქ, სადაც ხარჯავენ, მაგრამ ჩვენ უნდა მოგვეცეს მშვიდობიანად მსვლელობის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ხალხი, ვინც პარლამენტთან კარვებს გლეჯენ“, – განაცხადა გიორგი თაბაგარმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიაქციის მონაწილეები სირცხვილიას ოფისთან მივარდნენ
შემდეგი სტატიააქციაზე ჟურნალისტების მიმართ აგრესია პიკს აღწევს