სოლომონიას ადგილს “ქართუ ჯგუფის” ხელმძღვანელი გიორგი ლილუაშვილი დაიკავებს

გიორგი სოლომონიას ადგილს ქართუ ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ლილუაშვილი დაიკავებს. გავრცელებულ ინფორმაციას კურიერს თავად გიორგი ლილუაშვილი უდასტურებს და ამბობს, რომ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე შეთავაზება მან პირადად ნარმანიასგან მიიღო.

„კონსულტაციები მაქვს, მაგრამ ჯერ თანხმობა არ განმიცხადებია. შემოთავაზება უშუალოდ ქალაქის მერისგან დავით ნარმანიასგანი მივიღე, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს,“ – განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიGAZPROM საქართველოს აზერბაიჯანულზე იაფ გაზს სთავაზობს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი თურქეთში მომხდარ ტერაქტს გმობს