16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

სიორიძე: ღარიბაშვილის საქმემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კრიმინალიც კი შეიძლება იყოს პოლიტიკური დევნილი

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის  წერილს ეხმაურება. მისი განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და პოლიტპატიმრების არსებობა  ფილმში „მონანიება“ აღწერილ ტოტალიტარულ სისტემასა და წითელ ტერორს წააგავს.

სიორიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ქცევა „მონანიების“ პერსონაჟის, მიხეილ კორიშელის გზას მოაგონებს, თუმცა საპირისპირო მიმართულებით.

„მიხეილ კორიშელი ბოლოს გატყდება და მზად არის ყველაფერი აღიაროს… ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში მოხდა პირიქით — ის გაჩუმდა, მან მდუმარედ მიიღო ის სასჯელი, რომელიც უწყალობა ივანიშვილმა“, — განაცხადა გიორგი სიორიძემ ტვ პირველთან.

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის შეფასებით, შექმნილმა სიტუაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არსებულ სისტემაში კრიმინალიც კი შეიძლება გახდეს პოლიტიკური დევნის ობიექტი.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა.

banner
წინა სტატიაშისეს-მა სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავი სვანურ მარილში აღმოაჩინა — ბაზრიდან პროდუქციის გამოთხოვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაანა წითლიძე:“სისტემა საკუთარი შვილების ჭამას იწყებს“