27.6 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

გიორგი სიორიძე: თუ შიო მესამე სთხოვს პატიმრების შეწყალებას და ამას გაითვალისწინებენ, ეს კარგი იქნება ყველასთვის

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ თუ ახალი კათოლიკოს – პატრიარქი შიო მესამე სთხოვს შეწყალებას და ამას გაითვალისწინებენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება ყველასთვის, ამ ქვეყნისთვის, ამ საზოგადოებისთვის, ამ ძნელბედობის ჟამს.

მისივე თქმით, „მთავარია ეს ადამიანები ვიხილოთ თავისუფლებაზე“.

„საქართველოს ეკლესიას ჯერ კიდევ ილია მეორის დროს ჰქონდა ეს სურვილი გამოხატული, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, გადადგმული ნაბიჯი არ გვინახავს. მთავარია, პირველ რიგში, შედეგი, რომ პოლიტიკური პატიმრები, სინდისის პატიმრები იყვნენ თავისუფლები. თუ ეს ახლა მოხდება და ახალი კათოლიკოს – პატრიარქი, შიო მესამე სთხოვს შეწყალებას და ამას გაითვალისწინებენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება ყველასთვის, ამ ქვეყნისთვის, ამ საზოგადოებისთვის, ამ ძნელბედობის ჟამს.

ჩვენთვის მთავარია ადამიანები ვიხილოთ თავისუფლებაზე. ის ადამიანები, ვინც უსამართლოდ სხედან ახლა ციხეში. თუ ეს მომენტი იქნება ამისთვის გამოყენებული, ამას მგონი ყველა უნდა მიესალმოს მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, შედის საქართველოს და ქართული საზოგადოების ინტერესებში. როგორ და რა ფორმით მოხდება, რა მასშტაბით მოხდება, ეს უკვე მეორეხარისხოვანი იქნება“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გარდა ამისა, მან ახალი პატრიარქის ინტრონიზაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ფურცელი იწერება დღეს საქართველოს ეკლესიის ისტორიაში.

„ახლა ძალიან მძიმე ჯვარი აქვს ახალ პატრიარქს, შიო მესამეს, რომელსაც მე ვუსურვებ, რომ ღირსეულად ატაროს არამხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსთმთავრის ფუნქცია, არამედ ის დიდი ფუნქციაც, რომელიც ჰქონდა ილია მეორეს – ქართველი ხალხის მაკონსოლიდირებელი და ერის გამაერთიანებლის ფუნქცია. ვულოცავ სრულიად საქართველოს, მართლმადიდებელ ეკლესიას, მრევლს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს და ძალიან დიდი ოპტიმიზმითა და იმედით შევუდექით დღევანდელ დღეს. ახალი ფურცელი იწერება საქართველოს ეკლესიის ისტორიაში“, – განაცხადა სიორიძემ

banner
წინა სტატიაში„გახარია საქართველოსთვის“ შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებას ულოცავს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვას დაესწრო