6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

გიორგი სიორიძე: სუს-ი და პროკურატურა კვლავ კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ  სუს-ი და პროკურატურა კვლავ კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

„სუს-ი და პროკურატურა კვლავ კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ალეკო ელისაშვილთან მიმართებით ტერორიზმის საქმე ვერ შეკერეს და ახლა ცდილობენ, რომ გასულ წელს სასამართლო შენობაში მომხდარი ხანძარი ალეკო ელისაშვილს დააბრალონ. ეს სამართალი არანაირად არ არის, რადგან მათივე ექსპერტიზა ამბობს, რომ გავრცელებული კადრები და წინა კადრებიც, არ არის ადამიანის იდენტიფიკაციისთვის საკმარისი. საქმე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იყო „სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მცდელობა“ და ამაზე ალეკო ელისაშვილი ღიად საუბრობდა, ახლა თურმე, ტერორიზმი ყოფილა. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის იერიში, პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

banner
წინა სტატიაში“აშშ ამას დაიმახსოვრებს”- ტრამპი საფრანგეთს
შემდეგი სტატიალევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე დასკვნით ეტაპზეა