25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

გიორგი სიორიძე: სისტემა თავის პირმშოებს ხან ჭამს, ხან ასაჩუქრებს – ყველაფერი ივანიშვილის ნებაზეა დამოკიდებული

 „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, კახა მურადაშვილის დანიშვნას ეხმაურება.

„სისტემა თავის პირმშოებს ხან ჭამს, ხან ასაჩუქრებს, ხან მაგნიტსკის სიაში შეყვანილ პირებს ღირსების ორდენით აჯილდოებს, ხან ცალკეულ სპეცრაზმელებს პასუხისგებაში უშვებს.

ყველაფერი ივანიშვილის ნებაზეა დამოკიდებული, რომელიც ზოგჯერ ხალხის დასაშინებლად ოდიოზურ პირებს გამოიყვანს, ან კულისებში გაიყვანს, რადგან ვიღაცის თვალში სახე შეინარჩუნოს.

ყველაფერი მის ნებაზეა დამოკიდებული, ასევე, არის მიმდინარე როტაციები შსს-სა თუ პროკურატურაში.

მაგრამ, მთავარია, რომ სისტემა დამნაშავე და დამპალია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს „ქართული ოცნების“ რეჟიმთან ერთად“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ პოლიციის მაღალჩინოსანი კახა მურადაშვილი დაინიშნა.

გავრცელებული ინფორმაციით, მურადაშვილი აღნიშნულ პოზიციაზე მიმდინარე წლის 22 ივნისს დაინიშნა. მურადაშვილამდე პირველი მოადგილის თანამდებობას ზურაბ ბელთაძე იკავებდა. ის ახლა მოადგილის პოსტზე რჩება.

კახა მურადაშვილი სხვადასხვა პერიოდში პოლიციაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიReuters: უკრაინული დრონების მიერ დაბომბილი მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა წელს მუშაობას ვერ აღადგენს
შემდეგი სტატიაპესკოვი: სომხეთის ხელმძღვანელობა ამჟამად გზაჯვარედინზეა