4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

გიორგი სიორიძე: საარჩევნო ცვლილებები არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ზღუდავს

„ძლიერი საქართველო- ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება.

„ეს საარჩევნო ცვლილებები ემსახურება იმავე მიზანს, რასაც ემსახურება ხოლმე, როგორც წესი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ცვლილებები, როდესაც ისინი ამა თუ იმ არჩევნების წინ ემზადებიან და ხედავენ ხოლმე საფრთხეებს თავიანთი ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის.

ეს კონკრეტული ცვლილებები იმ ხიფათსაც შეიცავს, რომ რეალურად გასაჩივრების შესაძლებლობა უკიდურესად იზღუდება. მაგალითად, თუ კენჭისყრის დღეს სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა, ისეთი დარღვევები, რომელიც ახდენს ზეგავლენას არჩევნების შედეგზე, თუ დარღვეული არის არჩევნების პრინციპები, მაგალითად ფარულობის პრინციპი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2024 წელს, ვერ გასაჩივრდება სათანადოდ ვერც საარჩევნო ადმინისტრაციის, ვერც სასამართლოს დონეზე, იმიტომ რომ საფუძვლები არის შეზღუდული, მოიცავს მექანიკურ საფუძვლებს, სხვა შემთხვევაში უბრალოდ არ იქნება ეს განხილული არც ცესკოში და არც საერთო სასამართლოებში”,- აღნიშნა გიორგი სიორიძემ.

ინფორმაციისთვის, კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქებში აღარ შეჯამდება – არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებიდან გადის და ამას ცესკო საუბნო კომისიებში შედგენილი ოქმების საფუძველზე გააკეთებს.

banner
წინა სტატიაში“კოალიცია ცვლილებისთვის”: ევროკომისიის ანგარიში თითოეული მოქალაქისთვის განგაშის სიგნალი უნდა გახდეს
შემდეგი სტატიაფავლენიშვილი: ეს უნდა დასრულდეს, საკონსტიტუციო სასამართლოზე და 28 ნოემბრის აქციაზე ვორიენტირდეთ