23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

გიორგი სიორიძე: ქვეყანაში 90-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, ამ ტენდენციით ივანიშვილის რეჟიმი მალე გადაუსწრებს საბჭოთა მემკვიდრეობას

“ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის განცხადებით,  ქვეყანაში 90-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, ამ ტენდენციით ივანიშვილის რეჟიმი მალე გადაუსწრებს საბჭოთა მემკვიდრეობას.

„ქართული ოცნების“ რეჟიმმა შექმნა მოძალადე და დამნაშავე სამართალდამცავი სისტემა. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მიერ სრულად დაქვემდებარებული ჰყავს სასამართლო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტერიუმების მიხედვით, ქვეყანაში 90-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გვყავს. აქედან უმრავლესობა აკმაყოფილებს PACE-ს მიერ დადგენილ ხუთივე კრიტერიუმს. ამდენი პოლიტპატიმარი არ ჰყავს არც პუტინს, არც ლუკაშენკოს. ამ ტენდენციით ივანიშვილის რეჟიმი მალე გადაუსწრებს საბჭოთა საქართველოს მემკვიდრეობას. პოლიტპატიმრების და ტყვეების ყოლის მიზანი არის მათ შორის, ვაჭრობა, თუმცა ამაზე ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს ევროკავშირს. როგორც ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა – ეს არ არის ბაზარი, როგორც ივანიშვილის ჰგონია, რომ მას შეუძლია ტყვეებით ივაჭროს. ამიტომ, ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება ამისი სამართლებრივი ფორმა თუ მექანიზმი – სასამართლოს გზით გამართლება, შეწყალება თუ სხვა. ამ ქვეყანაში პოლიტპატიმრების ეპოქა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განახლებული ანგარიშის მიხედვით, 91 პირი აკმაყოფილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ დადგენილ პოლიტპატიმრის კრიტერიუმებს. მათივე განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტით, 1 კრიტერიუმის არსებობაც კი საკმარისია.

დოკუმენტი აერთიანებს პოლიტიკური პატიმრების განახლებულ სიას, მათ ბრალდებებს, სასჯელის ვადებსა და კონკრეტულ კრიტერიუმებს.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია – “ქოცური” ნარატივი მშვიდობასთან დაკავშირებით სრული სისულელეა
შემდეგი სტატიატატა ხვედელიანი: უნდა დაველოდოთ გერმანიასთან ურთიერთობების ნამდვილ აღდგენას