19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

გიორგი სიორიძე: ქვეყანა იხრჩობა ნარკოპანდემიაში, სამოხელეო დანაშაული კი პირდაპირი ინდიკატორია იმისა, რომ საქართველოში არის გამეფებული სისტემური კორუფცია

2026 წლის პირველ ექვს თვეში კატასტროფულად არის გაზრდილი დანაშაულის სტატისტიკა, განსაკუთრებით ეს ეხება ნარკოდანაშაულს, სადაც 95%-იანი ზრდაა და სამოხელეო დანაშაულს, სადაც ზრდა 67%-ს შეადგენს, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

სიორიძე გაზრდილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„2026 წლის პირველ ექვს თვეში კატასტროფულად არის გაზრდილი დანაშაულის სტატისტიკა, განსაკუთრებით ეხება ეს ნარკოდანაშაულს, სადაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 95%-იანი ზრდაა და სამოხელეო დანაშაულს, სადაც ზრდა 67%-ს შეადგენს. „ძლიერი საქართველო-ლელო“ დიდი ხანია საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანა იხრჩობა ნარკოპანდემიაში, სამოხელეო დანაშაული კი პირდაპირი ინდიკატორია იმისა, რომ საქართველოში არის გამეფებული სისტემური კორუფცია. სამოხელეო დანაშაული ძირითადად მოიცავს კორუფციულ დანაშაულებს. იმის ნაცვლად, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეფექტური პოლიტიკა გაატაროს დანაშაულის წინააღმდეგ, დასდევს თავისუფალ მოქალაქეებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს,დევნის პოლიტიკოსებს, ამის პარალელურად კი ქვეყანაში ნადგურდება ჩვენი გენოფონდი, მძვინვარებს ნარკოპანდემია, ქვეყანა იხრჩობა კორუფციაში“, – განაცხადა სიორიძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შვიდ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა