25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

გიორგი სიორიძე: პროდასავლურმა ძალებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ არჩევნებისთვის

არის თუ არა შესაძლებელი ძალების კონსოლიდაცია ერთობის გარშემო?  – “ძლიერ საქართველოში” ამბობენ, რომ მათი პრიორიტეტი ახლა არჩევნებისთვის მომზადებაა. 

“ჩვენ პირველ რიგში ვიბრძვით ახალი, სამართლიანი არჩევნებისთვის, რომელიც არის ვადამდელი, მაგრამ თუ ეს არჩევნები იქნება 2028 წელს, აბსოლუტურად ყველა ეროვნულმა, პროდასავლურმა ძალამ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რომ გადატეხოს საზოგადოებაში ნიჰილიზმი და შიში და დარაზმული საზოგადოება მოვიდეს არჩევნების დღეს და ისეთი უმრავლესობით დაჯაბნოს “ქართული ოცნება”, რომ წალეკოს და არანაირი მანიპულაციის საშუალება აღარ დაუტოვოს. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, იმუშაოს მიზნობრივად და მოიცვას  საზოგადოების ყველა სეგმენტი. მხოლდო ასე შევძლებთ ჩვენ საზოგადოების გაერთიანებას ერთი მიზნის გარშემო, მის კონსოლიდაციას, რაც გულისხმობს რეჟიმის დამარცხებას. ეს არის სწორი გზა”, – აცხადებს გიორგი სიორიძე ტვ პირველთან.

banner
წინა სტატიაშიმარია ზახაროვა სომხეთის ხელისუფლებას ეკლესიისა და ოპოზიციის დევნაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაკრემლი სომხეთს არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებით ემუქრება