“ის კი არ არის მხოლოდ პრობლემა ხორცი რა ღირს, პრობლემა ის არის, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ოჯახებს ხორცი საერთოდ არ აქვთ რაციონში”,_ განაცხადა “ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთმა წევრმა გიორგი სიორიძემ გადაცემაში “მრგვალი მაგიდა”.
“საქართველოს პენსიონერმა შეიძლება შეისყიდოს 10 კგ ხორცი თავისი 1 თვის პენსიით, ანუ არ უნდა გადაიხადოს კომუნალური, არ უნდა შეიძინოს მედიკამენტები.. ისევე როგორც შეჭირვებულ ოჯახებში ბავშვები ისე იზრდებიან ხორცი საერთოდ არ აქვთ რაციონში, თევზეულზე ზედმეტია საუბარი. დიდი უსინდისობაა როცა ადარებენ ევროპის ქვეყნებს ფასებს, პენსიაც შეადარონ და ხელფასიც. ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა არის ბულარეთი, სადაც პენსია 4-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე საქართველოში. საქართველოში შემოსავლის ნახევარს ადამიანები ხარჯავენ მხოლოდ სურსათში და მედიკამენტებში”,_ განაცხადა გიორგი სიორიძემ.















