10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

გიორგი სიორიძე: “ოცნება” ისტორიაში შევა ისევე, როგორც ბოლშევიკური პარტია

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის ისტორიაში ბოლშევიკური პარტიის მსგავსად შევა.

სიორიძის თქმით, მმართველი ძალა საკონსტიტუციო სასამართლოს იყენებს ინსტრუმენტად, რათა ქვეყანაში დიქტატურა გააფორმოს, ოპოზიცია გააქროს და რუსული პოლიტიკა დააკანონოს.

„გაივლის წლები, ათწლეულები და „ქართული ოცნება“ ისტორიაში შევა ისევე, როგორც ბოლშევიკური პარტია… სასამართლოს იყენებს ინსტრუმენტად თავისი მიზნების მისაღწევად — გააფორმოს დიქტატურა, აკრძალოს მთელი ოპოზიციური სპექტრი და გააქროს პოლიტიკური ველიდან“, — აღნიშნა სიორიძემ.

მისივე განცხადებით, სარჩელი „თეთრი ძაფით არის შეკერილი“, ხოლო პროცესის ვადებსა და გრაფიკს ბიძინა ივანიშვილის გუნდი მართავს, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად ექვემდებარება.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური სამსახური №6 დაწესებულებაში მსჯავრდებულ გელა ისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას უარყოფს
შემდეგი სტატიაეკა კუპატაძე: დღეს მაქვს ყველაზე მძიმე დღე: 23 ოქტომბერი იყო, როცა გიგას ნაკერებს შორის ტვინი გამოუვიდა