გიორგი სიორიძე – კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ცესკომ ხელახალი შესარჩევი კონკურსები გამოაცხადოს

შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ცესკომ 4 საოლქო კომისიაში 5 წლიანი ვადით აირჩია წევრები. დღეს მთაწმინდისა და დმანისის საოლქო კომისიებში აპირებს თითო წევრის არჩევას. შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ამბიციური საარჩევნო რეფორმის გატარებამდე დარჩენილია დაახლოებით 3-4 კვირა. ამის შემდეგ, ცესკოში 8 ოპოზიციური პარტია დანიშნავს წევრებს. ამიტომ, შარლ მიშელის შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ცესკომ ხელახალი შესარჩევი კონკურსები გამოაცხადოს, რათა საოლქო კომისიებში ვაკანტურ ადგილებზე ახალი წევრები ცესკოს განახლებულმა შემადგენლობამ, უკვე 2/3-ის კვორუმით აირჩიოს და მიანიჭოს ამ პროცესს ის ლეგიტიმაცია, რომელიც საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციის და შესაბამისად, არჩევნების მიმართ ნდობას გააჩენს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე – ვინ მიაყენა ჩვენს ქალაქს გამოუსწორებელი ზიანი და რატომ უნდა ვაპატიოთ ჩვენ ამ ადამიანებს, რამდენი უნდა ვაპატიოთ ბიუჯეტში გადასახადის გადამხდელებმა
შემდეგი სტატიაგიორგი მუმლაძე სასამართლომ 1 400 ლარით დააჯარიმა