15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

გიორგი სიორიძე: ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს სურს დიქტატურის გაფორმება

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის განცხადებით, მმართველ გუნდს ოპოზიციური პარტიების გასაუქმებლად არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ გააჩნია და მისი მიზანი დიქტატურის გაფორმებაა.

სიორიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებმა ნათლად გამოაჩინა ხელისუფლების სურვილი, ჩამოიშოროს ყველა განსხვავებულად მოაზროვნე სუბიექტი თუ მოქალაქე.

„დღევანდელ დღეს ჩვენ გვქონდა პასუხი. „ოცნებას“ არ აქვს სამართლებრივი არგუმენტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მიზანს — ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს სურს პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა და დიქტატურის გაფორმება, ჩამოიშოროს გზიდან ვინც მის წინააღმდეგაა“, — აცხადებს გიორგი სიორიძე.

banner
წინა სტატიაში5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა ხვალ გაგრძელდება
შემდეგი სტატიაანა წითლიძე: განხილვამ აჩვენა, რომ არაფერზე არ დგას საკონსტიტუციო სარჩელი გარდა პოლიტიკური მანიპულაციისა და შურისძიებისა