გიორგი სიორიძე: “დღეს საქართველოში რუსეთის ხელდასმული რეჟიმი ბატონობს, რომელიც ფაშიზმისა და ბოლშევიზმის იდეური მემკვიდრეა”

“დღეს რეჟიმმა დაინახა, რამხელა ძალა აქვს ხალხს” – ასე აფასებს კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელი, გიორგი სიორიძე ევროპის მოედანზე გამართულ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ივანიშვილის რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯებიც შეაფასა და თქვა, რომ “დღეს საქართველოში რუსეთის ხელდასმული რეჟიმი ბატონობს, რომელიც ფაშიზმისა და ბოლშევიზმის იდეური მემკვიდრეა”.

დღეს რეჟიმმა დაინახა, რამხელა ძალა აქვს ხალხს, რომ პროტესტი არსად წასულა. ათეულობით ათასი ადამიანი თვეების განმავლობაში იდგა აქ. რეჟიმმა უნდა იცოდეს, რამდენი ვართ სინამდვილეში. დღეს არის ერთ დიდ ბოროტებაზე გამარჯვების დღე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მეორე დიდმა ბოროტებმა საშინელი გახრწნა განიცადა და შეერწყა ერთმანეთს რუსეთის იმპერიის სახით. მათი ხელდასმული რეჟიმი ბატონობს, ფაქტობრივად, საქართველოში. ეს არ არის საქართველოს ხელისუფლება, ისინი იდეური მემკვიდრეები არიან ფაშიზმის, ბოლშევიზმის.” – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

banner
წინა სტატიაშიცისკარიშვილი: “ქართულ ოცნებას” საქართველოში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციებს შესრულება არ სურს
შემდეგი სტატიაპოლონეთში, მკვლელობის მუქარის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს