23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

გიორგი სიორიძე: არასდროს, ხელისუფლების ცვლილების დროს ოპოზიციისთვის სასარგებლო და სახარბიელო მდგომარეობა არ ყოფილა

ჩვენი მრწამსი, დოქტრინა და ერთადერთი პოლიტიკური ხაზი არის არჩევნები – არცერთი ჩვენი ლიდერი და წევრი პოლიტიკურ ბრძოლაზე უარს არ იტყვის, ბრძოლა გაგრძელდება ისე, როგორც მანამდე იყო და იქნება უკომპრომისო, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

გიორგი სიორიძის თქმით, ხელისუფლების ცვლილების გასაღები ქართველი ხალხის ხელშია.

„ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მის ხელშია ხელისუფლების ცვლილების გასაღები. ხალხის ძალა არის ის მთავარი ფაქტორი, რისაც ნებისმიერ დიქტატორს ეშინია, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. ხალხის რომ ეშინია, მას არაერთხელ გამოუმჟღავნებია, თუნდაც ის, რომ მიიღო დრაკონული კანონები. ტროტუარზე დგომის გამო რომ ადამიანებს პატიმრობაში უშვებს, სწორედ შიშს გამოვლინებაა.

არასდროს ხელისუფლების ცვლილების დროს ოპოზიციისთვის სასარგებლო და სახარბიელო მდგომარეობა არ ყოფილა, მაგრამ ხალხმა თავისი სათქმელი თქვა, ასე იქნება ივანიშვილის ცვლილების შემთხვევაშიც. მე მჯერა ქართველი ხალხის“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გიორგი სიორიძის განცხადებით, „ლელოს“ მრწამსი, დოქტრინა და ერთადერთი პოლიტიკური ხაზი არის არჩევნები.

„ჩვენ ვართ კონსტიტუციის ერთგული ძალა. ჯერ ერთი არჩევნებამდე შეიძლება მოხდეს. მაგრამ მთავარი არის, ხალხი გამოვიდეს იმ რაოდენობის, რომ რეჟიმს არანაირი სივრცე არ ჰქონდეს. 2003 წლის რევოლუცია არჩევნებით იყო გამოწვეული. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს ჩვენ.

რაც შეეხება პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ არსებულ საქმეს, ჩვენი პოლიტიკური ძალის სახელით შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არცერთი ჩვენი ლიდერი და წევრი პოლიტიკურ ბრძოლაზე უარს არ იტყვის და ხელის აღებას არ აპირებს, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება ზუსტად ისე, როგორც მანამდე იყო, იქნება უკომპრომისო, შეუპოვარი და თანმიმდევრული, ვიბრძოლებთ მანამ და იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც იქნება, სანამ არ შეცვლით ხელისუფლებას“ , – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

banner
წინა სტატიაში„თამოსკინი“ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაამერიკამ ირანზე დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა