11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

გიორგი სიორიძე – ახალი რეპრესიული კანონმდებლობის გასაჩივრებას ვაპირებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის იმედიც არ გვაქვს, მაგრამ უნდა ვებრძოლოთ „ოცნების“ მცდელობებს საერთაშორისო სასამართლოს დონეზეც

„ქართულმა ოცნებამ“ ჯერ ემიგრანტებს აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ახლა ახალი რეპრესიული კანონმდებლობით მათი ოჯახის წევრებსაც გადასწვდა და იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი უცხოეთში მყოფი ოჯახის წევრების გადმორიცხვებით ირჩენენ თავს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

სიორიძის თქმით, პრაქტიკულად, თუ დასჭირდებათ, ახალ ფინანსურ სანქციებს დაუწესებენ და ფინანსურ რეკეტს მოუწყობენ.

„ქართული ოცნება“ ავტორიტარიზმის მწვერვალებს იპყრობს და ქიმიური მოწამვლის შემდეგ უკვე ფინანსური რეპრესიების წნეხში გატარებას უპირებს საქართველოს მოქალაქეებს. ჯერ ემიგრანტებს აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ახლა ახალი რეპრესიული კანონმდებლობით მათი ოჯახის წევრებსაც გადასწვდნენ და იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი უცხოეთში მყოფი ოჯახის წევრების გადმორიცხვებით ირჩენენ თავს. პრაქტიკულად, ახალ ფინანსურ სანქციებს დაუწესებენ და ფინანსურ რეკეტს მოუწყობენ, თუ ეს დასჭირდებათ. მათ აეკრძალებათ საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა, დაარღვევენ მათ კონსტიტუციურ უფლებას ისევე, როგორც დაარღვევენ მაგალითად, სრულიად აბსურდული რეგულაციით, ​მეწარმეების უფლებას, თუკი პირის პოლიტიკური საქმიანობა ან განცხადებები მის სამეწარმეო საქმიანობასთან კავშირში არ არის.

მსგავსი აბსურდი მანამდეც არ გვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ხშირად გვაკვირვებს ხოლმე ასეთი სიახლეებით. ეს შეეხება აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც დასაქმებული არიან ორგანიზაციაში, სადაც დაფინანსების 20% მომდინარეობს უცხოეთიდან. ყველაფერი არის გაგრძელება იმ დრაკონული კანონების, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჩვენმა პარტიამ გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც შეეხებოდა ინდივიდებისთვის პერსონალური პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას. ჩვენ ვაპირებთ, ეს ახალი რეპრესიული კანონმდებლობაც გავასაჩივროთ საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც ეროვნულ დონეზე, რომლის იმედიც არ გვაქვს, მაგრამ უნდა ვებრძოლოთ საბჭოთა ხელისუფლების მემკვიდრე „ქართული ოცნების“ ამ მცდელობებს საერთაშორისო სასამართლოს დონეზეც“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

banner
წინა სტატიაშისელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
შემდეგი სტატიახაბეიშვილი: ბრძოლა წაგებულია, ომი არა! ბუქსაობა მიდის, რომ რაღაც ერთიანობაა [ოპოზიციაში]