გიორგი შუკაკიძე: პირველი ქარის ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყება

გიორგი შუკაკიძე: პირველი ქარის ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი შუკაკიძემ განაცხადა.

გიორგი შუკაკიძე: პირველი ქარის ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი შუკაკიძემ განაცხადა. " - მომზადდა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიში. მოძიებულია ფინანსური რესურსი თანამონაწილეობისთვის. ამ მხრივ აქტიურად ვთანამშრომლობთ EBRD-თან და უკვე გადაწყდა, რომ პროექტს დააფინანსებენ. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ტურბინების დამზადება არის ხანგრძლივი პროცესი, თორემ შესაძლებელია, მშენებლობა 6 თვეში დასრულდეს. ვვარაუდობთ, რომ 2016 წლის ბოლოსთვის სადგური სრული სიმძლავრით თუ არა, 20 მეგავატით, ანუ დიდი ნაწილით ჩაირთვება ქსელში. პროექტის განხილვისას აქტიური მსჯელობა მიმდინარეობდა, რა სიმძლავრის ტურბინები დაგვედგა. სწორედ სიმძლავრე განსაზღვრავს მათ რაოდენობას. იყო შემოთავაზება 2-, 2,5- და 3-მეგავატიან ტურბინებზე. საბოლოო გადაწყვეტილებას შესყიდვის ფასიდან გამომდინარე მივიღებთ: თუ 3-მეგავატიან ტურბინას შევიძენთ, 7 ერთეული დაიდგმება, 2,5-მეგავატიანი ტურბინების შეძენის შემთხვევაში მათი რაოდენობა გაიზრდება", - განაცხადა გიორგი შუკაკიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ქალაქ გორის მიმდებარედ ქარის პირველ ელექტროსადგურ "ქართლს" ააშენებს. "ქართლი" პირველი საპილოტე პროექტია, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 34,3 მილიონი აშშ დოლარია. ქარის ელექტროსადგურისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენასა და სამშენებლო სამუშაოებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) დააფინანსებს.გიორგი შუკაკიძე: პირველი ქარის ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყება.ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი შუკაკიძემ განაცხადა.

” – მომზადდა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიში. მოძიებულია ფინანსური რესურსი თანამონაწილეობისთვის. ამ მხრივ აქტიურად ვთანამშრომლობთ EBRD-თან და უკვე გადაწყდა, რომ პროექტს დააფინანსებენ. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ტურბინების დამზადება არის ხანგრძლივი პროცესი, თორემ შესაძლებელია, მშენებლობა 6 თვეში დასრულდეს.

ვვარაუდობთ, რომ 2016 წლის ბოლოსთვის სადგური სრული სიმძლავრით თუ არა, 20 მეგავატით, ანუ დიდი ნაწილით ჩაირთვება ქსელში. პროექტის განხილვისას აქტიური მსჯელობა მიმდინარეობდა, რა სიმძლავრის ტურბინები დაგვედგა. სწორედ სიმძლავრე განსაზღვრავს მათ რაოდენობას. იყო შემოთავაზება 2-, 2,5- და 3-მეგავატიან ტურბინებზე. საბოლოო გადაწყვეტილებას შესყიდვის ფასიდან გამომდინარე მივიღებთ: თუ 3-მეგავატიან ტურბინას შევიძენთ, 7 ერთეული დაიდგმება, 2,5-მეგავატიანი ტურბინების შეძენის შემთხვევაში მათი რაოდენობა გაიზრდება”, – განაცხადა გიორგი შუკაკიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ქალაქ გორის მიმდებარედ ქარის პირველ ელექტროსადგურ “ქართლს” ააშენებს. “ქართლი” პირველი საპილოტე პროექტია, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 34,3 მილიონი აშშ დოლარია. ქარის ელექტროსადგურისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენასა და სამშენებლო სამუშაოებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) დააფინანსებს.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირის გადაწყვეტილებებს და იმ ფორმატს, რასაც ის გვთავაზობს”
შემდეგი სტატიაცნობილია რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა დაგაკლდებათ – ინფორმაცია მძღოლებისთვის