გიორგი შენგელია: მადლობა 9 აპრილის გმირებს თავისუფლებისთვის

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ, ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამართულ პანაშვიდს დაესწრო. გიორგი შენგელიამ გვირგვინით შეამკო ზვიად გამსახურდიას ბიუსტი.

,,9 აპრილი არის ერთ-ერთი უმძიმესი დღე ჩვენს უახლეს ისტორიაში, 9 აპრილს დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, რომელიც უბრწყინვალეს გამარჯვებით დაგვირგვინდა. ქართველმა ერმა მოიპოვა თავისუფლება, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. მე მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი ღირსეული წინაპრების წინაშე და იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოს ერთიანობისთვის. მადლობა მათ თავისუფლებისთვის!“ – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

banner
წინა სტატიაში“მე ვგრძნობდი, რომ 9 აპრილის ღამეს ხალხი არ დამიჯერებდა” – პატრიარქი
შემდეგი სტატიასახელმწიფო რწმუნებულმა აზა ადამიას საფლავს პატივი მიაგო