გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2020 წლის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა

region
ავტ.: region დეკემბერი 18, 2020 16:23

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2020 წლის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის 2020 წლის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა.

ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა დაკულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა გადასცეს.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა და წლევანდელი ლაურეატები სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – სპექტაკლისთვის „მთვარის მოტაცება“, ხუტა კვარაცხელია – ფერწერული ტილოებისთვის, ირაკლი შამათავა – მოთხრობების კრებულისთვის – „გამშვები პუნქტი“, შოთა ზოიძე -ლექსების კრებულისთვის – „გულზე დასაყრელი მიწა“ გახდნენ.

კონკურსი გიორგი შარვაშიძის პრემიაზე ყოველწლიურად ცხადდება და ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის და ხელოვნების დარგში შექმნილ საუკეთესო ნაწარმოების (ნაშრომის) ავტორებს გადაეცემათ.

region
ავტ.: region დეკემბერი 18, 2020 16:23