გიორგი შარვაშიძე : თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ დაემუქრება

„აუდიტორია 115“-ის პოზიციას, რომ ყველა სტუდენტი თანასწორია, რომ უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს ავტონომია, ბუნებრივია, ვეთანხმები, მაგრამ პროტესტის ფორმა ნამდვილად არ მომწონს და არ მინდა, რომ სასწავლო პროცესს, ხელი შეეშალოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს თსუ-ს რექტორმა, გია შარვაშიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, თსუ-ში თვიმმართველობის არჩევნები ჩვეულბრივ გარემოშო მიმდინარეობს.

„ყველამ კარგად იცოდა, რომ 25 ნოემბერს არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. რაც შეეხება პროტესტის ფორმას, ეს მიუღებელია. კანონდებლობაზე პარლამენტმა ახლა დაიწყო მუშაობა და არის საშუალება რომ კანონდებლობა გაუმჯობესდეს. მე ვვარაუდობ, რომ ავტონომიის პრინციპის გაზრდით უნდა მოხდეს კანონდებლობის გაუმჯობესება. იმედი მაქვს, რომ თავად სტუდენტები შეძლებენ, განსაზღვრონ როგორი მოწყობა უნდათ“,-აღნიშნა შარვაშიძემ.

როგორც რექტორმა აღნიშნა, იმისთვის, რომ პრივილეგირებული ჯგუფები აღარ იყოს, ყველაფერი გაკეთდა ამ ორი თვის განმავლობაში, მათ შორის თანხებთან მიმართებაშიც. „ფეისბუქგვერდზე“, ღია სივრცეში არის ბრძანების პროექტი და ყველას აქვს საშუალება, თავისო წვლილი შეიტანოს მის გაუმჯობესებაში.

რაც შეეხება „აუდიტორია 155“-ის მიერ დაგეგმილ აქციას, გია შარვაშიძის თქმით, უსაფრთხოების ზომები იქნება დაცული.

„ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესებამისად, მისი სრული დაცვით“,- აღნიშნა გია შარვაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატიათსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს