8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

გიორგი შარაშიძე სალომე ზურაბიშვილს პასუხობს: ღალატია ის, როდესაც ხალხს 64-ივე მუნიციპალიტეტში წარმომადგენლის გარეშე დატოვებ, ბრძოლის ველს გაეცლები, მოღალატეობრივად გაიპარები

ღალატია ის, როდესაც ხალხს 64-ივე მუნიციპალიტეტში წარმომადგენლის გარეშე დატოვებ, ბრძოლის ველს გაეცლები, მოღალატეობრივად გაიპარები და ხალხს მოუწოდებ, არჩევნებზე არ მივიდნენ, რუსთაველზე მივიდნენ, სადაც მშვიდობიანი დამხობაა დაანონსებული და ამაზე პასუხისმგებლობას არ აიღებ. შემდეგ კი საერთოდ არ ხსნი, რატომ მოიქეცი ასე, ეს საჩუქარი რატომ გაუკეთე „ოცნებას“, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

„ვიდრე ჩვენს ღალატზე ისაუბრებს, ქალბატონ სალომეს გადაეცით, რომ სწორედ ეს არის ღალატი. ვინ არის მოღალატე, ამას ისტორია კარგად შეაფასებს. ჩვენ ყოველდღე პარლამენტში „ოცნების“ წინააღმდეგ მწვავე ოპინირებას ვეწევით. ეს არის პოლიტიკური პროცესი. არავინ არავის დაჰპირებია, რომ 12 მანდატით „ოცნების“ უმრავლესობის 89 დეპუტატს დავძლევდით. ოპოზიციიდან პარლამენტში 61 დეპუტატიც რომ ყოფილიყო, სამწუხაროდ, ეს მაინც ვერ მოხდებოდა, მაგრამ პოლიტიკური პროცესი გაცილებით აქტიური იქნებოდა. ფაქტობრივად, მთელი ოპოზიციის გასაკეთებელს 12 ადამიანი ვაკეთებთ. სხვის ღალატზე ვიდრე ისაუბრებენ, საკუთარ მოღალატეობრივ მოქმედებაზე ისაუბრონ, მათ შორის იმაზე, რა შედეგი დააყენეს ამ ქვეყანაში 4 ოქტომბრის შემდეგ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „არიან პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში, ხან „ოცნების“ გზავნილებსა და სხვა პარტიებზე „ოცნების“ დარტყმებს იმეორებენ. ესენი არიან მოღალატეები და მათთან ერთად ძალიან ძნელია ერთობა, მაგრამ მაინც მივაღწევთ“.

banner
წინა სტატიაშილაშა ფარულავა – აშშ-თან ურთიერთობების განახლებას არა ფოტოების გადაღება და ხელის ჩამორთმევა, არამედ კონკრეტული ნაბიჯები სჭირდება, უნდა ჩაატარონ ახალი არჩევნები და გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები
შემდეგი სტატიაზაალ ანჯაფარიძე: დაწყებულია ორკესტრირებული კამპანია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას დაატაკონ