6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

გიორგი შარაშიძე: სააკაშვილზე არასდროს გვითქვამს, რომ პოლიტპატიმარია, პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები არიან ისინი, ვინც სრულიად უკანონოდ იხდიან სასჯელს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გასაკვირი არაფერია იმაში, რომ დებატებზე განსხვავებული მოსაზრებები იყო.

„რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, პირველივე დღიდან ჩვენც პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას ვაყენებთ, თუმცა სააკაშვილზე არასდროს გვითქვამს, რომ ის პოლიტპატიმარია. პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები არიან ისინი, ვინც სრულიად უკანონოდ იხდიან სასჯელს და ეს ახალგაზრდები უნდა გათავისუფლდნენ. ამისთვის შესაბამისი პროექტიც დამუშავებული გვაქვს, რასაც უახლოეს დღეებში წარვადგენთ. რა თქმა უნდა, „ოცნების“ პირობებში ამ დებატებს აზრი არ ექნება, რადგან „ოცნებამ“ იმდენად ჩაკეტა ევროპისკენ მიმავალი ყველა გზა და ამ ქვეყანას იმდენად აქცევს იზოლაციაში, რომ ზუსტად ამის გამო ამბობს: „ყველა რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს“.  ეს სამწუხარო რეალობაა. „ქართული ოცნებისთვის“ ევროპარლამენტის რეზოლუციებს ჩალის ფასი იმიტომ აქვს, რომ ევროპისკენ აღარ მიდის. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვიდრე „ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება, სამწუხაროდ, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. „ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანებაზე სწორედ იმიტომ ამბობს უარს, რომ მას ევროპული ტიპის დემოკრატიის არსებობა არ სურს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
შემდეგი სტატიადავით სონღულაშვილი: ტარიფის ზრდა ძველი მანქანების იმპორტს შეაფერხებს, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას