21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

გიორგი შარაშიძე: ქონების გადასახადისთვის დაწესებული ბარიერის ზრდა ჩვენს გეგმაშიც შედიოდა, როგორც ჩანს, ეს „ოცნებამაც“ იცოდა

ქონების გადასახადისთვის დაწესებული ბარიერის ზრდა ჩვენს გეგმაშიც შედიოდა, როგორც ჩანს, ეს „ოცნებამაც“ იცოდა და დასწრების პრინციპით თავად გამოვიდა ამ ინიციატივით, თუმცა მთავარია, საქმე გაკეთდეს – დიდი ალბათობით, მხარს დავუჭერთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ქონების გადასახადთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ეს კანონპროექტი გათვლილია იმაზე, რომ მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა გარკვეული შეღავათი იგრძნოს, დიდი ალბათობით, მათი გუნდი მხარს დაუჭერს.

ცნობისთვის ქონების გადასახადთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვით, ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარს ზემოთ შემოსავლიანი მოქალაქეები გადაიხდიან.“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები ბიუროს უკვე წარედგინა და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.“პროექტი ეხება ქონების გადასახადის 40 000 ლარიანი ზღვრის გაუქმებას და მხოლოდ 100 000 ლარიანი ზღვრის დატოვებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფავლენიშვილი: შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1-ელ ოქტომბერს აქცია ჩატარდეს
შემდეგი სტატიადედოფალ ქეთევანის გამოსახულება თბილისში ირანის საელჩოს ფასადზე და ირანის ელჩის განმარტება