26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

გიორგი შარაშიძე: “ოცნების” რიტორიკა, ერთი ერთში იმეორებს საბჭოთა კავშირის, ცივი ომის დროინდელ პროპაგანდისტულ გზავნილებს

პარლამენტის სხდომაზე გახარია “საქართველოსთვის” წევრმა გიორგი შარაშიძემ “ოცნებას” უთხრა, რომ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ ხელისუფლებამ მილიონ 200 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილი შეიძინა, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე გადაადგილდებოდნენ. შარაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა საბჭოთა პროპაგანდისტულ გზავნილებს ჰგავს.

“პეტერ მადიარმა, რომელსაც უნგრეთის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა, განაცხადა, რომ ის აღარ აპირებს მილიონიანი ავტომობილების გამოყენებას და შკოდით აპირებს გადაადგილებას და სხვათა შორის, სიმბოლური დამთხვევაა, სწორედ შკოდა იყო ის მანქანა, ის მარკა, რომლითაც გიორგი გახარია გადაადგილდებოდა. და სწორედ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ შეიძინა სახელმწიფომ მილიონიანი და კონკრეტულად მილიონ ორასი ათასი ლარის ღირებულების ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდებოდნენ თქვენი ყოფილი პრემიერი, რომელიც ციხეში  გყავთ, ბატონი ღარიბაშვილი და დღევანდელი არსებული პრემიერი, ბატონო კობახიძე. 

“ოცნების” რიტორიკა, სამწუხაროდ, ერთი ერთში იმეორებს საბჭოთა კავშირის დროინდელ, ცივი ომის დროინდელ პროპაგანდისტულ გზავნილებს. ევროკავშირის ელჩს როგორც მოიხსენიებთ, გერმანიის ელჩს როგორც მოიხსენიებთ… უამრავი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, ნებისმიერი განცხადება აიღეთ ირაკლი კობახიძის, ალვა პაპუაშვილის, მათ შორის თქვენი და ნახავთ…, – თქვა სხდომაზე გიორგი შარაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
შემდეგი სტატიაარჩილ გორდულაძე “საქართველოსთვის” წევრებს – თქვენს ბელადს თვალის ჩაპაჭუნება და “შკოდით” სიარული თუ აქვს მხოლოდ საამაყო, კარგად ყოფილა ამ ყველაფერზე ხელმომწერი აგენტის მდგომარეობა