25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

გიორგი შარაშიძე: ნაცვლად იმისა, რომ ღარიბაშვილმა თავისი მდგომარეობა გამოიყენოს სახელმწიფოს ინტერესებისთვის, მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენას ემსახურება

ნაცვლად იმისა, რომ თავის მდგომარეობას სახელმწიფოს ინტერესებისთვის იყენებდეს, მხოლოდ საკუთარი თავის და ოჯახის გადარჩენას ემსახურება – როგორც ჩანს, ჩაშვებების სერია დაიწყო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მომდევნო წერილის შინაარსის მოლოდინებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი მდგომარეობა გამოიყენოს სახელმწიფოს ინტერესებისთვის, მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენას და ოჯახის გადარჩენას ემსახურება.

„როგორც ჩანს, ჩაშვებების სერია დაიწყო და ახლა უნდა ვუყუროთ პროცესს, როგორ ასწრებენ ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელები დაბეზღებაში და ჩაშვებაში? როგორც ჩანს, ეს პროცესია.

სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანი [ირაკლი ღარიბაშვილი] იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც არის, იყენებდეს ისევ სახელმწიფოს ინტერესებისთვის, ერთადერთი საკუთარი თავის გადარჩენას და ოჯახის გადარჩენას ემსახურება”, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.

ამავე კითხვის საპასუხოდ შარაშიძემ მამუკა მდინარაძეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ხელისუფლებაში ყოფნის დროს მან იმდენი დანაშაულის ჩადენა მოასწრო, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, მას საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხისგება მოუწევს“.

რაც შეეხება მდინარაძეს, ეს ადამიანი საიდან მოვიდა, ეს ძალიან კარგად იცით და არავინ არ იყო ის, როდესაც შემოვიდა პოლიტიკაში, და არავინ არ იყო მაშინ, როდესაც წავიდა პოლიტიკიდან. მაგრამ ეს ნიუანსებიც არ არის საინტერესო. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ ბატონმა მდინარაძემ იმდენი დანაშაულის ჩადენა მოასწრო, და იმდენად დააზიანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის, ხალხის და სახელმწიფოს ინტერესები, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, ამ ხელისუფლების პირობებში თუ სხვა ხელისუფლების პირობებში, ნამდვილად უნდა იცოდეს, რომ მას საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხისგება მოუწევს. და მოუწევს ძალიან მკაცრად. ეს იქნება დღევანდელი ხელისუფლების, ამ ხელისუფლების, თუ მომავალი ხელისუფლების პირობებში.

რა თქმა უნდა, საქართველოში დადგება დრო, როდესაც სასამართლო იქნება სამართლიანი, თავისუფალი და ეს სამართლიანი სასამართლო გასამართლებს ბატონ მდინარაძეს, პირველ რიგში, იმ დანაშაულებისთვის, რაც მას ქვეყნის წინაშე აქვს ჩადენილი. თორემ ახლა ერთმანეთში იქ ვინ ვის ჩაუშვებს და ახლა ვინ რამდენად კაცურად და არაკაცურად მოექცა ერთმანეთს, ეს საერთოდ არ არის საინტერესო”,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

banner
წინა სტატიაშისადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
შემდეგი სტატიაელისო კილაძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს