13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

გიორგი შარაშიძე მარია ზახაროვას განცხადებაზე- ეს იცის პარტნიორების მტრებად შერაცხვამ და ფულზე გაყიდვამ

პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატი, გიორგი შარაშიძე  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას ეხამაურება.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რაც უფრო დაშორდება საქართველოს ევროპულ მომავალს და რაც უფრო გადაუხვევს ქვეყნის და ხალხის ისტორიული არჩევანიდან, მით უფრო გაძლიერდება რუსეთის მხრიდან ასეთი შანტაჟი და მუქარა.”

„ეს არის სწორედ ის მაგალითი, რაც პირდაპირ ადასტურებს, რომ მარტო, პირისპირ, მოკავშირეების და პარტნიორების გარეშე დარჩენილი საქართველო ყოველთვის იქნება მოწყვლადი. ვისი მხრიდან? პირველ რიგში რუსეთის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ „ოცნებას“ ეზრუნა ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის, მათ შორის ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად – ევროპელებთან, ამერიკელებთან ერთად, ვისაც წლების განმავლობაში უზარმაზარი რესურსი აქვთ ჩადებული ჩვენი ქვეყნის ფეხზე წამოდგომაში და აქ დემოკრატიის და ეკონომიკის და ბევრი სხვა მიმართულების გაძლიერებაში – რა ვნახეთ? ვნახეთ ის, რომ სრულ იზოლაციაში მოაქციეს ქვეყანა. მარტო, პარტნიორების გარეშე დარჩენილი საქართველო რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება ასეთი შანტაჟის და მუქარის, ასე ვთქვათ, ადრესატი. და ამაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“, – განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ “საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება “მძიმე დარტყმას” მიაყენებს მის ტურისტულ ინდუსტრიას და დააკარგინებს შეღავათიან სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან.“

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე პეტრე ცაავას განცხადებებზე- ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას და მათ დავალებას – ყველანაირად სცადონ ზიანის მიყენება მართლმადიდებელი ეკლესიისთვის
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: საქართველოში ვიხილეთ რევოლუციის 5 მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი