26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

გიორგი შარაშიძე: ყველას ვურჩევ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის

„4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის შემოქმედებთან ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს და არც გვექნება არასოდეს. ის, რაც მოხდა 4 ოქტომბერს ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაცია, რომელმაც ნაცვლად გაძლიერებისა, დაასუსტა ოპოზიციური მოძრაობა და გააძლიერა „ქართული ოცნება“. ჩვენთვის 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ერთიანობის დღე და ნებისმიერი მცდელობა რომ ქართველი ხალხის ერთიანობაში რაღაც წინააღმდეგობა იყოს შეტანილი, მიუღებელია. ყველას ვურჩევ რომ ასეთი ღირებული დღესასწაული, როგორიცაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, არ იყოს გამოყენებული საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ნებისმიერი სხვა დღე აირჩიონ და საკუთარი მომხრეებთან ერთად რაც უნდათ ის გააკეთონ“, – განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულ ძალოვნებს პატიმრობა შეეფარდათ
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: “ოცნება” ნერვიულობს, ჩვენი ამოცანაა იატორიული მისიის შესრულება