8.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 11, 2026
banner

გიორგი შარაშიძე: კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა წმინდა სინოდის გადასაწყვეტია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა წმინდა სინოდის გადასაწყვეტია.

„ჩვენ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სინოდის გადასაწყვეტი და არავის, ვინც არ უნდა იყოს, არაფერი ესაქმება ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში. მინდა შეგახსენოთ, რომ გლოვის დღეები არ დასრულებულა. არ მგონია, ახლა ქრისტიან ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, ოპოზიციონერია თუ არა ოპოზიციონერი, იმის შეხსენება სჭირდებოდეს, რომ ქრისტიანები 40 დღის განმავლობაში ვგლოვობთ. 40-მდე ვერ იცდიან, ვერ იცდიან – 9 დღე მაინც ხომ შეუძლიათ დაიცადონ და შესაბამისი პატივი მიაგონ ჩვენს უწმინდესს. ჩვენთვის ამ საკითხის ნებისმიერი პოლიტიზება დაუშვებელია, მით უფრო ამ მძიმე დღეებში,“ – განაცხადა შარაშიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, არაუგვიანეს 2 თვისა წმინდა სინოდმა ახალი პატრიარქი უნდა აირჩიოს.

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა: ეს სასამართლო გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულებაზე თავლაფის დასხმა
შემდეგი სტატიალევან ჟორჟოლიანი: კორუფციისგან თავისუფლების აღქმით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს 2 წევრ სახელმწიფოს, რაც დაკავშირებულია მთავრობის ანტიკორუფციულ პოლიტიკასთან