6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

გიორგი შარაშიძე: ღმერთმა დაგვიფაროს, საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვოს, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ევროპული მომავალი გადავარჩინოთ

„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვოს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული მომავალი გადავარჩინოთ. ეს წყდება საქართველოში, აქ და ახლა. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დგას. „ოცნებასთან“ ასეთ წინააღმდეგობრივ ბრძოლაში იმიტომ ვართ, რომ არ მივცეთ საშუალება, საქართველოს ევროპული მომავალი ბოლომდე დააზიანოს. ამის მცდელობები „ოცნებას“ აქვს, რადგან ძალაუფლების შენარჩუნება ყველაფრის ფასად სურს. „ოცნებამ“ კარგად იცის, რომ ევროპული დემოკრატიის, ევროპული სასამართლოს და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების პირობებში მათ ძალაუფლების დაკარგვის სერიოზული საფრთხე შეექმნებათ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს კურსი შეცვალონ. ჩვენ აქ ვართ, რათა ამის საშუალება არ მივცეთ. „რუსეთი იმარჯვებს“, სავარაუდოდ, იქიდან გამომდინარეა, რომ ამის საშუალებას თავად „ოცნება“ აძლევს. სავარაუდოდ, ეს მინიშნებაა. ამდენი წელი იმისთვის არ გვიბრძოლია და არ გვიშრომია, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს. „ოცნება“ ანტიდემოკრატიულ კანონებს როდესაც იღებს, ავტორიტარიზმს ამძიმებს, ადამიანის უფლებებს ზღუდავს და კანონის უზენაესობას არ იცავს, ეს შეიძლება იყოს აღქმული რუსეთის საქმის კეთებად. „ოცნებას“ თავისი ინტერესი და პოლიტიკური მოტივაცია აქვს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. მისთვის ძალაუფლების შენარჩუნებას ჩვენი ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებთ”,_ ამ განცხადებით ეხმაურება პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი გიორგი შარაშიძე ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას.

ინფორმაციისთვის, მარტა კოსმა განაცხადა: კონტინენტზე დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ, გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება. ყველა ხედავს, რა ხდება საქართველოში, როცა რუსეთი იმარჯვებს.

banner
წინა სტატიაშიფონ დერ ლაიენი: ევროპამ ენერგეტიკული კრიზისი რუსული რესურსების გარეშე უნდა გადალახოს
შემდეგი სტატიაCNN: ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ფეხი აქვს მოტეხილი და დაზიანებები აქვს სახეზე