გიორგი შარაშიძე: ჩვენი პროგრგამის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ხარისხიანი განათლების შეთავაზება

პარტია „საქართველოსთვის“ თავისი პროგრამის მიმართულებით თემატურ შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა განათლების, კულტურის და სფორტის სფეროს ექსპერტებთან გაიმართა.

“დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა განათლების სფეროსთან, განათლების ექსპერტებთან და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან. პარტიისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რასაც ჰქვია ხარისხიანი განათლების შეთავაზება ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს და რაც შეიძლება სწრაფად, საქართველოს მოქალაქეებმა სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი ქვეყნის განვითარებისთვის. აქ არის საუბარი, განათლებისა და ეკონომიკის სფეროების მაქსიმალურ ინტეგრაციაზე, იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების, ახალგაზრდა თაობის მიღებული ცოდნა მყისიერად და სწრაფად იყოს რეალიზებული პირველ რიგში და არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ძალიან საინტერესო მოსაზრებები გაჟღერდა, გამოითქვა სურვილი, რომ გაგრძელდეს კომუნიკაცია არა მხოლოდ ფიზიკური ფორმით, არამედ ონლაინ, არის საუბარი, რომ ჯგუფიც კი შეიქმნას, იმდენად მზარდია ექსპერტებისგან დაინტერესება და ეს არის თანხვედრაში პარტიის ზოგად პოლიტიკაში, რომ ჩვენ ვიყოთ მუდმივად განახლებადი, მუდვიმად გვქონდეს ინფორმაცია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა, განათლება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ კუთხით.” – განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: თუ მეტყვიან, რომ უკეთესად ჩამანაცვლებენ, რჩევას სიამოვნებით მივიღებ
შემდეგი სტატიათბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა