14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

გიორგი შარაშიძე აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრაზე: პარტნიორები “ოცნებისგან” ურთიერთობების “გადატვირთვისთვის” რეალურ ნაბიჯებს ელიან

პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკელი პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას და ხელისუფლებისგან მხოლოდ განცხადებებს კი არა, კონკრეტულ ქმედებებს ელიან.

შარაშიძის განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპარლამენტო მუშაობას და ოპოზიციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ქმედებებს აპროტესტებს.

მისივე შეფასებით, თუ მმართველი გუნდი დემოკრატიულ გზას არ დაუბრუნდება, აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის მოლოდინი არ უნდა არსებობდეს.

banner
წინა სტატიაშიხმაური ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვაზე: ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილი დარბაზიდან იძულებით გაიყვანეს
შემდეგი სტატიაგია ნოდია: “რუსული კანონით” დასავლური ფულის აღკვეთის მცდელობით, “ოცნება” ახალი ტიპის საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს