გიორგი შაქარაშვილის შესაძლო მკვლელობის საქმესა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობებს შორის ძალიან დიდი მსგავსებაა

პაატა შავგულიძე გიორგი შაქარაშვილის შესაძლო მკვლელობის საქმესა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობებს შორის ავლებს პარალელს და აცხადებს, რომ ამ ორს ქეისს შორის ძალიან დიდი მსგავსებაა.

როგორც სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი აცხადებს, პირველ შემთხვევაშიც სახელმწიფომ არასათანადოდ გამოიძია მკვლელობა – შავგულიძის აზრით, იგივე ხდება შაქარაშვილის საქმის გამოძიებისას.

„ხელოვნურად მოხდა ამ საქმის გახლეჩვა. თუ ძალადობის მუხლი დარჩა – ეს ორ წლამდე მუხლია. პროკურატურამ საქმე გააყალბა – ესე ჩატარებული გამოძიება, არაეფექტური, არასწორი კვალიფიკაცია – საერთოდ არ ეხება ამას. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რითაც დაიჭირეს. ის საერთოდ არაა ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში.

ეს არის დროის მოგება, რომ შეიქმნას ყალბი ვერსია, როგორსაც შეძლებენ. ამ ვერსიის მიღების შემდეგ სასამართლო მას მოხსნის. არის ძალადობა, რაც ჩანს – საჭირო იყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი მაინც. ამ მუხლიდან თუ გამოიკვეთება განზრახვა, გადახვალ სხვა კვალიფიკაციაზე. მაგრამ არ ასახო მძიმე შედეგი ფაქტი იმ მიზნით, რომ ხელოვნურად გახლიჩო საქმე და ამით დაიცვა ყველა ის ადამიანი, ვისაც დაუყენებ განაჩენს – ამდენ არასწორ მოქმედებას ჰქვია „საქმის გაფუჭება“.

ევროპის სასამართლოს ენაზე ამას ჰქვია სიცოცხლის უფლების დარღვევა პროცედურულ ნაწილში, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უზრუნველყო სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ჯეროვანი რეაგირება – მეორე მუხლის დარღვევა იქნა აღიარებული გირგვლიანის საქმეში, სხვა კი არაფერი. სახელმწიფომ რომ არ გამოიძია საქმე, ეს დაადგინა სასამართლომ. ეს დარღვევები მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ ესაა „საქმის გაფუჭება“ და სიცოცხლის უფლების ეფექტური არგანხორციელება სახელმწიფოს მხრიდან. ალბათ დაემატება მეტი დარღვევები”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი – როგორც კვლევამ დაადგინა, შაქარაშვილის სიკვდილი ასფიქსიამ გამოიწვია.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალი დამძიმდა და შეიცვალა საქმის კვალიფიკაცია – გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გრძელდება, რაც ადამიანის განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით გრადამ 14 სართულიანი კორპუსი ააშენა
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, პოლიციელი ვერიკო იმერლიშვილი დააკავეს