გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელა და ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურა პატიმრობის ძალაში დატოვებას, დაცვის მხარე კი, გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულთა გათავისუფლებას მოითხოვდა. მოსამართლე მაია ოშხარელმა ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა.

იმის გამო, რომ ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაკავებული 17 პირიდან არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, დღეს მხოლოდ სრულწლოვანი პირების აღკვეთის საკითხზე იმსჯელეს.

გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ირაკლი წაქაძემ განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება.

banner
წინა სტატიაშინიკა მაჭუტაძე : გიორგი ვაშაძის გამარჯვების ფორმულა არის მცდარი
შემდეგი სტატიაკოჯორში, ახალდაბასა და ბეთანიაში ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა, დაზიანებულია ერთი მანქანა