გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ,დღეს გააცნობენ. დაკავებულები თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორის გარდა, კიდევ ორი ქალაქის იზოლატორში არიან გადაყვანილი.

დაკავებულებს შორის არიან მორაგბეები, ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, კლუბ „ასკანელის“ მწრთვნელი ნიკა ჟვანია, ასევე ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ასევე 3 არასრულწლოვანი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის ,,ბ“ და ”გ“ ქვეპუნქტებით დაკავებული არიან: ს.ჩ., ს.გ. და ი.წ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ც., ლ.შ., გ.მ. და გ.ტ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკავებულია ვ.ჩ; სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ.; 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკავებული არიან: ვ.მ., ა.ქ., ა.გ., ნ.რ. და ზ.ხ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა სომხეთიდან შემოსულ სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს უკავშირდება