შაქარაშვილის საქმეზე სამმა სრულწლოვანმა ბრალდებულმა საქმის ნაფიცი მსაჯულების პირობებში განხილვაზე უარი თქვა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სამმა სრულწლოვანმა ბრალდებულმა მათი საქმის ნაფიცი მსაჯულების პირობებში განხილვაზე უარი თქვა. ამის შესახებ ბრალდებულების ადვოკატებმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე შესვენების დროს განაცხადეს.

ამ წუთებში მოსამართლე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ არის გასული.

ასევე, მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ადვოკატების მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე, რომლითაც ბრალდებულების დამცველები სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატოში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს
შემდეგი სტატიაირანის მოქალაქეებზე ძალადობისა და მათი დაჭრისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს