გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, გურამ ამირხანაშვილმა დღეს კიდევ ერთ ამოცნობის საგამოძიებო მოქმედებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა

დღეს ამოცნობის პროცედურა ტარდება, რომლითაც ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად იყო თუ არა მანქანაში-აცხადებს, ​ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური. მისი თქმით, გაურკვეველია რატომ მიმდინარეობს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დაკავების შემდეგ და რატომ არ მოხდა აღნიშნული პროცედურის ჩატარება დაკავებამდე.

„მე ვიცავ არასრულწლოვანს ზ.ხ-ს. დღეს ამოცნობის პროცედურა ტარდება, რომლითაც ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად იყო თუ არა მანქანაში. ბრალი დიდი ხანია წარუდგინეს, მაგრამ დღეს რომ ტარდება ამოცნობა, ეს კითხვას აჩენს გამოძიების ხარისხთან დაკავშირებით. დაკავებამდე დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ წავსულიყავით მცხეთაში და მიგვეღო ამ მოქმედებაში მონაწილეობა. არაფერზე გვითქვამს უარი, მივდიოდით მცხეთაში ამოცნობის მოქმედებაზე, თუმცა ჩემდა გასაოცრად დილით ადრე, რვა საათზე მოხდა ზ.ხ-ს დაკავება და ამის შემდეგ არ ჩატარებულა ამოცნობა, რათა გურამ ამირხანაშვილს ამოეცნო ეს პირი, იყო თუ არა იქ. 16 საათი იყო გამოკითხვაზე და ზეწოლა მიმდინარეობდა, რათა იმ ჩვენებაზე მოეწერა ხელი, რაც გამოძიებას სურდა“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

banner
წინა სტატიაშიხელები შორს ჩვენი საპენსიო დანაზოგებიდან – გიგლა მიქაუტაძე
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – “ნაცმოძრაობა” რომ რევოლუციისთვის ემზადება, ეს ხომ ახალი არაა? 10 000 საბურავი გვაქვს დამალული პარლამენტის სარდაფებში , ამ რევოლუციის მოლანდებებში გაილია 8 წელი