გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პასუხი დღეს უნდა გახდეს ცნობილი
სხვა სტატიები
- თეა წულუკიანი – “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი უნდა შევცვალოთ, რათა ადამიანებმა კავშირები შეინარჩუნონ
- საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელ ხიდი“ არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
- ზვიად კორძაძე – „თიბისი ბანკი“ სასამართლოში 17 მილიონის დაბრუნებას თუ ითხოვს, დასტურდება, რომ 2008 წელს ბანკისთვის ვალი არ ჩამოუწერიათ
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პასუხი დღეს უნდა გახდეს ცნობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს. ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას – ფეხბურთელს დაზიანებები როდის აქვს მიყენებული – სიცოცხლეში თუ სიკვდილის შემდეგ; როგორ მოხვდა ის მდინარე არაგვში – გარდაცვალებამდე თუ გარდაცვალების შემდეგ.
ამ დრომდე გამოძიება მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით მიმდინარეობს, რაზეც 17 პირია დაკავებული.