გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე ბრალდებულთა დნმ პროფილები არ აღმოჩნდა

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, შაქარაშვილის ჩანთაზე, რომელიც მას მკვლელობსი დღეს ეჭირა, ექსპერტიზა დასრულდა და მასზე ბრალდებულთა დნმ ნიმუშები არ აღმოჩნდა.

„გამოძიების დაწყებისთანავე მალევე დაინიშნა ბიოლოგიური, გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც მოვიდა, დაახლოებით ორი კვირის წინ, ეს არის შუალედური დასკვნა. საგამოძიებო ორგანომ მიმართა ექსპერტიზის ბიუროს და მოითხოვა ექსპერტიზის შუალედური დასკვნების ეტაპობრივად გადმოგზავნა, შესაბამისად ეს არის ექსპერტიზის ნაწილი რომელიც დანიშნულია.
ამ ექსპერტიზის შედეგად, იმ ჩანთაზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალა შედარდა, როგორც მკვლელობაში ბრალდებულებისს, ასევე თავსახმაში ბრალდებულების და ასევე იმ პირების დნმ პროფილებს, რომლებმაც დაზარალებულები წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან, ეს არის ე.წ. საბურთალოს მხარე. თუმცა, მათი დნმ პროფილები არ ამოვიდა ჩანთაზე, ჩანთაზე ამოვიდა უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის დნმ პროფილი და იმ პირის დნმ-ი, რომელსაც ეკუთვნოდა ეს ჩანთა. ერთ-ერთ დნმ პროფილზე მითითებულია დასკვნაში, რომ შესაძლებელია იყოს გიორგი შაქარაშვილის ნათესავის და ამ კუთხითაც მიმდინარეობს კვლევები, ასევე ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა შემხებლობაში ყოფილიყვნენ ამ ჩანთასთან მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის, ასზე მეტი პროფილია წარდგენილი ექსპერტიზის ბიუროში. ის რომ ჩანთაზე ბრალდებულთა დნმ არ აღმოჩნდა, რა თქმა უნდა არაფერს აქარწყლებს. თავიდან ვერავინ აირიდებს პასუხისმგებლობას. დაიკითხება ექსპერტი, რომელიც ახსნის თუ რა შემთხვევაში რჩება დნმ პროფილები ჩანთაზე და რა შემთხვევაში იშლება საგნებზე“, – განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის თქმით, ჩანთაზე სრულყოფილი ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია და ახლა დნმ პროფილებთან შედარება მიმდინარეობს.

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნებს, ასზე მეტ პირზეა დანიშნული და წარმოიდგინეთ, რამხელა დრო სჭირდება რომ ჩატარდეს ექსპერტიზა და დნმ-ის პროფილების შედარება მოხდეს, ვინაიდან დიდი დროა საჭირო ექსპერტიზისთვის, ჩვენ ვითხოვთ, რომ ნაწილ- ნაწილ მოგვეწოდოს დასკვნებ. ნებისმიერი პირის დნმ პროფილი შეიძლება იყოს ამ ჩანთაზე, შეიძლება სხვა დროს ჰქონდა შეხება და დარჩა პროფილი. ჩვენი პოზიცია არის, რომ იმ პირებმა, რომლებსაც ბრალდება წარედგენათ, განახორციელეს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა, რაც შეეხება ჩანთას, სწორედ ამიტომ ვატარებთ ამ მოცულობის გამოძიებას, რომ დადგინდეს ვის ჰქონდა ამ ჩანთასთან შეხება. რაც შეეხება ბრალდებულებს, შესაძლებელია რომ მათ ჰქონოდა შეხება ამ ჩანთასთან და კვალი არ დარჩენოდა. ჩანთაზე ჩატარებულია სრულყოფილი კვლევა, ახლა მიმდინარეობს კვლევა, რომ ამ დნმ-თან შედარდეს სხვა პროფილები“, – განაცხადა ყაზარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა “ოცნებას”-ვერ ინელებთ მიშას გულწრფელობას
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი სააკაშვილზე-იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი, ჰგონია, ხალხს კვლავ მოატყუებს