გიორგი რურუასთან დაკავშირებულ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია

გიორგი რურუასთან დაკავშირებულ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია2020 წლის 2 ნოემბერს ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში “ერთიანი ნაციონალურიმოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულ გიორგირურუაზე განხორციელდა თავდასხმა.

ამასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ 2020წლის 2 ნოემბერს, N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული გიორგი რურუა,ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან. დაახლოებით 15:25 სთ-ზე,1-ლი სარეჟიმო კორპუსის E-6 ფლიგელში (სადაც 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება) გადაადგილებისას მას სიტყვიერი დაფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროსიმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონოზარს.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იქვე ახლოს მდებარე N76 საკანში (ბრალდებულპ.ნ.-ს საკანში), ტარდებოდა საპირფარეშოს სარემონტო სამუშაო, რის გამოც საკნისკარი იყო ღია. გიორგი რურუას მოცემულ ფლიგელში გადაადგილებისას,სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცერმა მიხურა მითითებული საკნის კარიდა იქვე დადგა. როდესაც პ.ნ.-სა და გიორგი რურუას შორის მოხდა ფიზიკურიდაპირისპირება, ოფიცერი გაიქცა მათ გასაშველებლად, ამ დროს საკნიდანგამოვიდნენ პ.ნ.-ს თანამესაკნეები: ნ.ო., დ.ძ., გ.ჯ. და გ.ც. და მათაც მაიყენესსიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გიორგი რურუას.

ინციდენტი პენიტენციურიდაწესებულების თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, თუმცა ფიზიკურიდაპირსპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში.მას დაწესებულების მორიგე ქირურგის მიერ მაშინვე გაეწია პირველადი სამედიცინოდახმარება. მომხდართან დაკავშირებით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გაიგზავნაშეტყობინება საგამოძიებო ორგანოში, დაიწყო გამოძიება. ამჟამად მიმდინარეობსდაკითხვის პროცედურები და კანონით დადგენილი წესით დაარქივებულია მოცემულიინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა

banner
წინა სტატიაშილეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ვაკის საოლქო კომისიის სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ
შემდეგი სტატიალეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე დააკავეს