გიორგი რურუას საქმე დასკვნით ეტაპზეა
სხვა სტატიები
გიორგი რურუას საქმის განხილვა დღეს დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა. მომდევნო კვირას თავად გიორგი რურუა დაიკითხება, რის შემდეგაც მხარეები დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან.
,,დაიკითხება 2 პირი და ამით, ფაქტობრივად, დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესი დასრულდება. დარჩენილი იქნება გიორგი რურუას დაკითხვა და შემდეგ უკვე დაკვნითი სიტყვები, – განმარტავს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
დაცვის მხარის მტკიცებით, ობიექტური განაჩენის შეთხვევაში, რურუა უნდა გათავისუფლდეს, რადგან მას იარაღი არ ჰქონდა, რასაც მოწმეთა ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა არაერთი მტკიცებულებაც ადასტურებს.