გიორგი რურუას დღევანდელი სასამართლო სხდომა დაცვის მხარის მტკიცებილებების გამოკვლევით გაგრძელდება

გიორგი რურუას დღევანდელი სასამართლო სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. პროცესზე მოწმეები გამოიკითხებიან.

ადვოკატი, ამ ეტაპზე, რაიმე შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ გიორგი რურუა უდანაშაულოა და რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს მხოლოდ პოლიტიკური მიზეზი აქვს.

“ჩვენ წარმოვადგენთ დაცვის მხარის მოწმეებს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი აბსოლუტურად დასაბუთებული შუამდგომლობა გიორგი რურუასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

სამწუხაროდ, სასამართლომ ვერ მიიღო სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება, ვინაიდან ხელისუფლებისგან არ ჰქონდა ამის ნებართვა მიღებული,” – განაცხადა გიორგი რურუას ადვოკატმა და “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ

სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატია“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ბეჟან გუნავამაც დატოვა