გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვდა. პროკურატურის განცხადებით, არის საშიშროება, რომ ბრალლდებული ხელს შეუშლის გამოძიებას და ახალი მტკიცებულებების მოძიებას.

„მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას ინტერესების დამცველი “მთავარის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაა.

გიორგი რურუა პოლიციამ 2019 წლის 18 ნოემბერს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მედიაში 24 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოს ნიკა რურუას ძმამ გიორგი რურუამ „მთავარის“ მეწილისგან კახა ანჯაფარიძისგან 2.5%-იანი წილი იყიდა, რაშიც, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებაშია მითითებული, 2 500 ლარი გადაიხადა.

banner
წინა სტატიაშიბიზნეს ასოაციაცია – ლარის კურსის ის ნიშნული, რაც დღეს გვაქვს, არანაირად არ ასახავს, სინამდვილეში არსებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობას
შემდეგი სტატიაზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში თავშესაფარი მიიღო