გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება-პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა არ დაყენებულა

გიორგი რურუა ისევ პატიმრობაში რჩება. დღევანდელ პროცესზე არც დაცვის მხარეს და არც პროკურატურას აღმკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა არ დაუყენებია. პროცესზე დაცვის მხარის სამი მოწმე დაიკითხა, სამივე პოლიციელია რომელთა დაკითხვაც პროკურატურამ საჭიროდ არ მიიჩნია. მოწმეებს შეკითხვები თავად გიორგი რურუამაც დაუსვა და დაასკვნა რომ ამ პოლიციელებმა იცოდნენ რომ გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდა.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელმა სასამართლოს სიტყვით მიმართა, საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით დამტკიცებას მიესლმა და იმედი გამოთქვა რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება.

გამომძიებელი მაია ბურუაშვილი მედიასთან დამატებით კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ მან სასამართლოში ყველა კითხვას პასუხი გასცა, რაც შეეხება როლანდ მესხს, მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა წყარომ მიაწოდა.

გიორგი რურუას ადვოკატი აცხადებს, რომ გამომძიებელმა, რურუას დაკავების და ჩხრეკის ბრძანება თათბირის შემდეგ გასცა.

„ვინაიდან როლანდ მესხმა თქვა რომ თათბირი ჩაატარა და გასცა ბრძანება რურუას მოძებნის გაჩხრეკის და დაკავების და იმყოფებოდა იმ ადგილზე სადაც თავად რურუას ჰყავდა ავტომობილი გაჩერებული და გაუშვა ბაგების ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერაციის ჩასატარებლად და მესამე მოწმე, გამომძიებელი, რომელსაც ყველა კითხვაზე პასუხი ჰქონდა – არ ვიცი, არ მახსოვს. ერთადერთი რაც ახსოვდა არის ის რომ ერთ წუთზე ნაკლებ დროში მან მოასწრო გამოძიების დაწყება იპოვა მოწმეც და დაიწყო მისი დაკითხვაც“,-აცხადებს დიტო საძაგლიშვილი.

საქმის პროკურორის თქმით კი თარიღებში და დროებში აცდენა არ არის, მისი განცხადებით, პოლიციამ ჯერ პატაკი შეადგინა, შემდეგ დაარეგისტრირა აღრიცხვის ბარათი და შემდეგ საქმეზე დაიკითხნენ მოწმეები.

„თარიღებში და დროებში აცდენა არ არის ქრონოლოგია არის შემდეგი: ჯერ დგება პატაკი, შემდეგ იწყება ფორმა ერთი, გამოძიების აღრიცხვის ბარათის დარეგისტრირება და შემდეგ ხდება ამ მოწმის დაკითხვა, უბრალოდ ხდება წამობრივი და წუთობრივი განსხვავებებით, ქრონოლოგიით და ეს არის ძალიან დაჩქარებულად წუთობრივად გაკეთებული. პროკურატურას რაიმე შუამდგომლობა არ აქვს, დაცვის მხარეს არ დაუყენებია შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შესვლაზე რაც შეეხება საფრთხეებს, რაც იყო დანაშაული კვლავ ჩადენის საფრთხე კვლავ ძალაშია და პატიმრობაში რჩება“,-აცხადებს საქმის პროკურორი.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.

გიორგი რურუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: „ნაციონალურ მოძრაობას დღემდე ვერ გაუგია რა არის ხელისუფლების დანაწილება და რა არის სამართლებრივი სახელმწიფო“
შემდეგი სტატიათიბისი ტექნოლოგიურ პროექტებზე მომუშავე გუნდს 35 %-ით ზრდის