გიორგი რურუა „მთავარი არხის“ მეწილე გახდა

პოლიტიკოს ნიკა რურუას ძმამ გიორგი რურუამ „მთავარი არხის“ მეწილისგან კახა ანჯაფარიძისგან 2.5%-იანი წილი იყიდა, რაშიც, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებაშია მითითებული, 2 500 ლარი გადაიხადა, – წერს „ნეტგაზეთი“.

გამოცემის ცნობით, სანაცვლოდ გიორგი რურუამ აიღო ვალდებულება, რომ წილის რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში არხის საწესდებო კაპიტალში 250 000 აშშ დოლარი შეიტანოს.

რურუამ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ წილის შეძენისა და საწესდებო კაპიტალში შესვლის გადაწყვეტილება მას მიაღებინა „შინაგანმა რწმენამ, თავისუფალი სიტყვისა და აზრის არსებობის აუცილებლობამ“.

არხის შექმნის შემდეგ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51%-იან წილს, „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ფლობდა, ხოლო 49%-ს კახაბერ ანჯაფარიძე. ანჯაფარიძე ნასყიდობის ამ ხელშეკრულების შემდეგ 46.5%-ს ფლობს, გიორგი რურუა 2.5%-ს, ხოლო ნიკა გვარამია ისევ 51%-იანი წილის მფლობელად რჩება.

banner
წინა სტატიაშიაფგან მუხთარლიმ შიმშილობა შეწყვიტა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს